თეგი: დაკრძალვა
ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
ლექსო თორაძეს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. პიანისტს 15:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენებენ. ლექსო თორაძე 69 წლისა, 2022 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ
გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურთან დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ", - აცხადებენ უწყებაში. 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, ასევე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა რუსული მედიის ცნობითვე, ორბანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. მიხეილ გორბაჩოვი დღეს, მოკოვში ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე, საპატიო ყარაულით დაკრძალეს.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა - დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
BBC: ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელორუსი და მიანმარი არ მიიწვიეს
ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის მთავრობის წყაროებიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის დაკრძალვაზე ირანის რესპუბლიკა მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბრიტანეთში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებას უწოდებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის უფლება აქვთ.