BBC: ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელორუსი და მიანმარი არ მიიწვიეს

ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ BBC  ბრიტანეთის მთავრობის წყაროებიზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, დედოფლის დაკრძალვაზე ირანის რესპუბლიკა მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბრიტანეთში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებას უწოდებენ.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 

სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის უფლება აქვთ.