ვიქტორ ორბანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარის, ასევე, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვას დაესწრო. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

რუსული მედიის ცნობითვე, ორბანს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

მიხეილ გორბაჩოვი დღეს, მოკოვში ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე, საპატიო ყარაულით დაკრძალეს.