თეგი: დაჯგუფება ვაგნერი
აშშ-მ შესაძლოა, დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ხაზგასმით აღნიშნავენ წყაროები, მაგრამ ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა კერძო სამხედრო დაჯგუფებასა და მისი ცალკეული წევრების მიმართ და მთელ მსოფლიოში მათი აქტივები ჩამოართვას. PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.
აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს - ჯონ კირბი
აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მსგავსი გეგმების შესახებ მანამდე, ამერიკული მედია აშშ-ის ხაზინაზე მითითებით წერდა, რომელიც სანქციების რეესტრს აწარმოებს. Wagner PMC-ის შემქმნელ ევგენი პრიგოჟინსა და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. Wagner PMC-ი დაქირავებული მებრძოლების რუსული სამხედრო დაჯგუფებაა. მათი მოქმედების არეალს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთი (სირია და ლიბია) წარმოადგენს, თუმცა დაქირავებულები უკრაინის ომშიც აქტიურად მონაწილეობენ. ასევე ცნობილია, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს.
ISW: ბახმუტში, დაჯგუფება „ვაგნერის“ წარუმატებლობის შემდეგ პუტინი შესაძლოა, კვლავ რეგულარულ ჯარს დაეყრდნოს
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში რუსულ ელიტაში ურთიერთობებზე ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობს, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავი „ჩაესვენა“, რადგან პუტინმა გადაწყვიტა, რომ ისევ რეგულარულ ჯარს დაეყრდნოს. აშშ დაჯგუფება „ვაგნერს" ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებს - ჯონ კირბი „ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რომელიც ვაგნერს აფინანსებს, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმავლობის შემდეგ, დაკნინება დაიწყო - იმის გამო, რომ მან ბახმუტის ხელში ჩაგდების შესახებ დაპირება ვერ შეასრულა", - წერს ISW. ანგარიშის თანახმად, ეს ვარაუდი გამომდინარეობს იქიდან, რომ პუტინმა უკრაინაში ჯარების მეთაურად შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა, ხოლო მის მოადგილედ გენერალი სერგეი სუროვიკინი დააქვეითა, რომელსაც უკრაინული დაზვერვა პრიგოჟინის მოკავშირედ მიიჩნევდა. გარდა ამისა, ISW მნიშვნელოვნად მიიჩნევს რომ პუტინმა არ ახსენა პრიგოჟინი, როდესაც მან 15 იანვარს სოლედარის აღებაზე ისაუბრა. ISW-ს ანალიტიკოსების აზრით, პუტინმა შემოდგომაზე გადაწყვიტა, რომ პრიგოჟინისა და სუროვიკინისთვის მიეცა საშუალება ეჩვენებინათ, საკუთარი საშუალებებით რისი გაკეთება შეუძლიათ: პირველი რესურსი იყო - ათასობით მობილიზებული პატიმარი, მეორე - გაფიცვა უკრაინის ენერგეტიკულ და ელექტრო ქსელებზე. ISW-ს ანალიტიკოსების აზრით ორივე რესურსი წარუმატებელი აღმოჩნდა. პრიგოჟინის მცდელობა დაეპყრო ბახმუტი უშედეგოდ დასრულდა, ხოლო სუროვიკინის კამპანიის შედეგად კი რუსეთმა მხოლოდ რაკეტების მარაგი დახარჯა. ახლა, ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ფსონს კვლავ ჯარზე დებას და იმედოვნებს, რომ შოიგუ და გერასიმოვი, მობილიზებულთა წვრთნითა და აღჭურვით, მალე შეძლებენ რუსეთის პოზიციები ფრონტზე გააუმჯობესონ.
პოლიციამ დააკავა ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ყოფილი მეთაური, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა
ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა პოლიციამ დააკავა. ე.წ. „ვაგნერის დაჯგუფების“ ყოფილი მეთაური ნორვეგიაში გაიქცა მედვედევის ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ მისი კლიენტი ოსლოს რაიონშია დაკავებული და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენებენ ბრალს. ჩრდილოეთ ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის შტაბის უფროსმა ტარჯეი სირმა-ტელეფსენმა განაცხადა, რომ ანდრეი მედვედევი მესაზღვრე პატრულმა დააკავა. ნორვეგიის სასაზღვრო დაცვამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ანდრეი მედვედევი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს, მაგრამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა. მედვედევმა, უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net-ს ვიდეოინტერვიუში გაქცევის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა. მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე. მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა
აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა. BBC-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული PMC „ვაგნერი“ საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფების სიაში ოფიციალურად შეიყვანა და მისი მთელი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. აშშ-ს მთავრობამ ასევე დაასახელა რამდენიმე ადამიანი და სტრუქტურა, რომელთაც PMC Wagner-თან კავშირების გამო სანქციები დაუწესდათ. ამერიკის ხელისუფლება ამ სტრუქტურას არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებშიც ადანაშაულებს. „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია აშშ-ს ფინანსური დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.
Daily Telegraph: ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება, რომ PMC Wagner-ი (დაჯგუფება) ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადოს, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Daily Telegraph-ი. აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა რა იმას ნიშნავს, რომ „ვაგნერი“ გაუტოლდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და ალ-ქაიდა, რომლებიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ასეთ ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ზეგავლენა დაჯგუფება „ვაგნერის“ უნარზე, მოიზიდოს სახსრები, თუ აქტივები ან ფულადი ნაკადები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით არ ხდება. PMC Wagner-ის აკრძალვის შესახებ მსჯელობა ბრიტანეთში ადრეულ ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ Daily Telegraph-ი თავის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ საკითხს „მწვანე შუქს“ სწრაფად „აუნთებენ“ უკრაინაში სიტუაციის სერიოზულობისა და ამ საკითხში ერთიანობის გათვალისწინებით. გაზეთის ცნობით, ორშაბათს, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში PMC „ვაგნერის“ საქმიანობის განხილვა გაიმართება. როგორც DailyTelegraph-ი წერს, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრიტანეთის მთავრობა საჯარო კომენტარისგან თავს შეიკავებს. ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.