ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში თავშესაფარს ითხოვდა პოლიციამ დააკავა.
მედვედევის ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ მისი კლიენტი ოსლოს რაიონშია დაკავებული და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენებენ ბრალს.
ჩრდილოეთ ნორვეგიის პროვინცია ფინმარკის პოლიციის შტაბის უფროსმა ტარჯეი სირმა-ტელეფსენმა განაცხადა, რომ ანდრეი მედვედევი მესაზღვრე პატრულმა დააკავა.
ნორვეგიის სასაზღვრო დაცვამ BBC-ს დაუდასტურა, რომ ანდრეი მედვედევი რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს, მაგრამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიზეზების გამო დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთი რაზმის ყოფილი მეთაური ანდრეი მედვედევი, რომელმაც ბრძოლის ველი დატოვა და 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ვლადიმერ პუტინისთვის ვიდეომიმართვა, გენერალურ პროკურატურასთან და FSB-სთან ჩაწერა, 2023 წლის იანვარის დასაწყისში ნორვეგიაში გაიქცა.
მედვედევმა, უფლებადამცველთა პროექტი Gulagu.net-ს ვიდეოინტერვიუში გაქცევის მიზეზებზე საუბრისას განუცხადა, რომ მას ეშინოდა, რადგან სამართალდამცავი უწყებები და ასვე „ვაგნერის დაჯგუფებაც“ ეძებდა.
მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ შეესწრო „ვაგნერის ჯგუფის“ მიერ დაქირავებული წევრების მკვლელობის ფაქტებს, რომლებმაც უარი თქვეს ბრძანებების შესრულებაზე.
მისი თქმით, მზადაა, საერთაშორისო სასამართლოში „დაჯგუფება ვაგნერისა“ და პრიგოჟინის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.