თეგი: დეპორტაცია
თურქეთში, არალეგალური მიგრაცია რეკორდულ ნიშნულზეა
2022 წლის პირველი იანვრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თურქეთიდან სულ 109 816 არალეგალური მიგრანტია დეპორტირებული. „ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში. ეს, ფაქტობრივად, ანტირეკორდია“, - ამის შესახებ თურქეთის მიგრაციასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა რამაზან სეჩილმიშმა განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტები დაკავების მომენტიდან დეპორტაციამდე სპეციალურ ცენტრებში იმყოფებიან. „თუ 2015 წელს ეს ცენტრები 1 740 ადამიანზე იყო გათვლილი, დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ 20 540 ადგილზე, 30 ცენტრში“, - განაცხადა სეცილმისმა. მან აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის ამ ცენტრებში 18 000-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ავღანეთში 230 ჩარტერული რეისი მოეწყო თურქეთიდან მიგრანტების ჩასაბარებლად. მისი თქმით, მთლიანობაში 2022 წელს ქვეყნიდან უკვე გააძევეს 61 617 ავღანელი და 12 914 პაკისტანელი. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთში 263 136 არალეგალური მიგრანტი დააკავეს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთიდან არ განდევნიან პირებს, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ.
ენერგოატომი: რუსული ძალები ოკუპირებული ენერგოდარიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას იწყებენ
რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ბავშვების იძულებითი დეპორტაცია სკოლებიდან და საბავშვო ბაღებიდან ოკუპირებულ ენერგოდარში, ქალაქში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, განაცხადა უკრაინის ატომური ენერგიის კომპანია Energoatom-მა. გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დეპორტაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება. Energoatom-მა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბავშვების ოკუპირებულ ყირიმში გადაყვანას, ელექტროსადგურის ავტობუსებით გეგმავენ. უკრაინული მედია წერს, რომ საქმე ეხება მანქანების ქურდობას, რადგან სადგურის თანამშრომლები სამსახურში მისასვლელად სწრორედ ამ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ. უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკანონოდ გადაიყვანეს (ან დეპორტაცია მოახდინეს) თითქმის 20 000 უკრაინელი ბავშვი რუსეთში, რაც არღვევს ჟენევის კონვენციებს. უკრაინაში მხოლოდ 327 ბავშვია დაბრუნებული.
DW: გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, „2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“ დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიამ გააძლიერა თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მოლდოვისა და სერბეთის შემთხვევაში - მათი განაცხადები უარყოფილია. მეტი მიგრანტი სახლში ნებაყოფლობით ბრუნდება. მემარცხენე სოციალისტური პარტიის (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილი პასუხის მიხედვით, გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება. Deutsche Welle-ს სტატიაში ნათქვამია, რომ დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო ჩაიშალა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების დეპორტაცია 2023 წლის პირველ ექვს თვეში, მეოთხედზე მეტით გაიზარდა. ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა
უკრაინა საერთაშირო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის რაც შეიძლება მალე დასაკავებლად
ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, უკრაინის მოქალაქედ რჩება. უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ყველა შესაძლო ზომას მათი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ამ განკარგულების რეალური ღირებულება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ეს იქნება შემდგომი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა უკრაინელი ბავშვი, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ე.წ. „ჰუმანიტარული დაცვის“ ყალბი საბაბით, რჩება უკრაინის მოქალაქედ,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. „მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაითვალისწინოს რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინელი ბავშვების ერთი ეროვნული ჯგუფიდან მეორეში გადაყვანასთან, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეობის იძულებით მინიჭებით, რაც გენოციდის ერთ-ერთი ნიშანია. საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები პუტინის დასაკავებლად და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემისთვის მის გადასაცემად,“ - უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში. როგორც ცნობილია, 2024 წლის 4 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოეთის მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის და მოქალაქეობის არმქონე პირების განსაზღვრის შესახებ, რომლებსაც უფლება აქვთ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მოითხოვონ.“ ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა 2023 წლის 17 მარტს გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს ზომებს იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი. ახალი კანონის შესაბამისა, მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, უნდა დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. კანონი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივებაა. ასევე, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად დეპორტაციის შესახებ კი წინასწარ გაფრთხილება აღარ მოხდება. გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის. კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას ასევე აძლევს, გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს შესაძლებელი იყო ცხრა თვის შემდეგ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16 430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია