2022 წლის პირველი იანვრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თურქეთიდან სულ 109 816 არალეგალური მიგრანტია დეპორტირებული.
„ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში. ეს, ფაქტობრივად, ანტირეკორდია“, - ამის შესახებ თურქეთის მიგრაციასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა რამაზან სეჩილმიშმა განაცხადა.
მისი თქმით, მიგრანტები დაკავების მომენტიდან დეპორტაციამდე სპეციალურ ცენტრებში იმყოფებიან.
„თუ 2015 წელს ეს ცენტრები 1 740 ადამიანზე იყო გათვლილი, დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ 20 540 ადგილზე, 30 ცენტრში“, - განაცხადა სეცილმისმა.
მან აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის ამ ცენტრებში 18 000-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.
დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ავღანეთში 230 ჩარტერული რეისი მოეწყო თურქეთიდან მიგრანტების ჩასაბარებლად.
მისი თქმით, მთლიანობაში 2022 წელს ქვეყნიდან უკვე გააძევეს 61 617 ავღანელი და 12 914 პაკისტანელი.
დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთში 263 136 არალეგალური მიგრანტი დააკავეს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთიდან არ განდევნიან პირებს, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ.