თეგი: დიდი ოცეული

Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამის შესახებ Reuters წერს.  „ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება.

ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ჩინეთი არაა მზად რომ რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას მხარი დაუჭიროს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა.  მისი თქმით,  G20-მა მომავალშიც უნდა ითანამშრომლოს საერთო პრობლემების გადაჭრის საკითხებში, როგორიცაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და რუსეთი ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი წევრია.  "არც ერთ ცალკეულ წევრს არ ხელეწიფება სხვა ქვეყნის გარიცხვა. "დიდმა ოცეულმა" უნდა გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - თქვა სპიკერმა. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა

აშშ არ მიიღებს მონაწილეობას G-20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას მიმდინარე წელს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში, თუ მას რუსეთი დაესწრება. ამის შესახებ Bloomberg წერს.  მოგვიანებით პრეს-სპიკერმა განმარტა, რომ იელენი გულისხმობდა ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის მმართველების შეხვედრას, რომელიც 20 აპრილს ვაშინგტონშია დაგეგმილი.  „მე გასაგებად ვუთხარი ჩემს ინდონეზიელ კოლეგებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან", - თქვა იელენმა.  ინდონეზია 2022 წელს „დიდი ოცეულის“ მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ლიდერთა სამიტი ბალიში მიმდინარე წელს ნოემბერში გაიმართება.  G-20-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები მასპინძელ ქვეყანაში წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. აპრილის სესიის გამართვა იგეგმება ვაშინგტონში „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა" და „მსოფლიო ბანკის" საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში. ასევე წაიკითხეთ  Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა

ლავროვს რუსეთის ქმედებების მკაცრი დაგმობის ფონზე, G20-ის მინისტერიალის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბალიში G20-ის მინისტერიალს ვადაზე ადრე ტოვებს. ამის შესახებ Spiegel წერს. „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს „ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ მიმართავს პრესას და წავა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ლავროვი ოფიციალურ ვახშამსა და სამუშაო სესიაში დღის მეორე ნახევარში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მკაცრად დაგმობას გერმანელი დიპლომატის მხრიდან. ბერბოკი ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ არავინ შეეგუებოდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეუძლებელია საუბარი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მასთან, ვინც „თავს ესხმის მშვიდობიან, საერთაშორისო წესრიგს“. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამსა და ფოტოსესიაზე უარი თქვეს.  ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება. „დიდ ოცეულში“ რუსეთის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების გარდა, შედიან: ევროკავშირი, ავსტრალია, თურქეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.