თეგი: დიდ ბრიტანეთი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
დღეს დიდი ბრიტანეთი აცხადებს ეკონომიკური სანქციების ყველაზე დიდ და მკაცრ პაკეტს, რომელიც რუსეთს ოდესმე უნახავს. ასე წარადგინა გაერთიანებულმა სამეფომ სანქციათა ახალი პაკეტი, რომლის შესახებაც დეტალურად ბორის ჯონსონმა ისაუბრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი სურვილია, იმუშაოს მოკავშირეებთან Swift-ის გადახდების შესაჩერებლად, მაგრამ ეს ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. არსებული პაკეტის მიხედვით, კი აქტივების გაყინვა 100 ახალ ინდივიდსა თუ სუბიექტს შეეხება. ბრიტანეთმა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები გაყინა. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომაზე ლიმიტი დაწესდა. მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანულ ბაზარზე დაფინანსების მოზიდვა აეკრძალებათ, შეიზღუდება რუსეთში ნავთობის გადამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალი ტექნოლოგიებსა და აღჭურვილეოის ექსპორტი. ბორის ჯონსონ თქმით, მსგავსი ფინანსური სანქციები ბელორუსზეც გავრცელდება, უკრაინაში შეჭრაში მისი როლის გამო. მსხვილი რუსული ბანკები გამოეთიშებიან გაერთანებული სამეფოს ფინანსურ სისტემას. ეს გულისხმობს რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის, VTB-ს დაუყოვნებლივ სანქცირებას. სანქცია შეეხება რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“. გარდა ამისა, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს სავიზო პროცედურები გაუმარტივდებათ. ჩვენ და მსოფლიოს არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ თავისუფლება განადგურდეს. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ თვალი ავარიდოთ ამ ვითარებას.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რაც პუტინის ახლო წრეს დააზარალებს
29 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი „სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი - რუსეთის მეორე უმდიდრესი ადამიანი და მსხვილი კონგლომერატის, Interros-ის მფლობელი. პოტანინი აგრძელებს სიმდიდრის დაგროვებას, რადგან ის მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს და ყიდულობს Rosbank-ს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პერიოდში“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ სანქცირებულია ანა ცივილევა, პუტინის ბიძაშვილი და ცნობილი რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, სს Kolmar Group-ის პრეზიდენტი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება
ლიზ ტრასი: დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს უკრაინის აღდგენის კონფერენციას და უხელმძღვანელებს ამ პროცესს
დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკაინის აღდგენაზე იქნება ფოკუსირებული. დიდი ბრიტანეთი უკრაინის აღდგენის ღონისძიებებს გაუწევს კოორდინაციას. „ჩვენ ვხელმძღვანელობთ უკრაინის მხარდაჭერას ომის დროს და გავაგრძელებთ რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმის მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინის მთავრობას წარმოადგენს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში. ბრიტანეთი უკვე მუშაობს უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მომავალი წლის კონფერენციის მასპინძლობისთვის. უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე 4 ივლისს წარადგენს. „სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
რიში სუნაკი კიევში გაემგზავრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პარასკევს, 12 იანვარს კიევში გაემგზავრა. სუნაკი კიევში სამხედრო დაფინანსების გაზრდის შესახებ გამოაცხადებს, რათა დაეხმაროს უკრაინას ახალი სამხედრო თვითმფრინავების შეძენაში, მათ შორის სათვალთვალო, შორ მანძილზე დარტყმისა და საზღვაო თვითმფრინავების მიღებაში. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ლონდონი იევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის შეჭრის შემდეგ. როგორც სუნაკმა აღნიშნა, ბრიტანეთი მხარდაჭერას მომავალ წელს 2,5 მილიარდ ფუნტამდე (3,19 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის, რაც 200 მილიონი ფუნტით ზრდაა წინა ორ წელთან შედარებით. „თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის თავდაცვისთვის მოწოდებული დრონების რაოდენობა,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. სუნაკის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ასევე მოაწერს ხელს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც დიდი შვიდეულის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების დეკლარაციის გაგრძელებაა. „გაერთიანებული სამეფო უკვე არის უკრაინის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, რადგან ჩვენ მათ უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებად ვაღიარებთ. დღეს ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ - გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას, ათასობით დრონის მიწოდებით და ახალ ისტორიულ უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რათა უკრაინას მივცეთ გარანტიები, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში სჭირდება,“ - აღნიშნა თავის მხრივ, რიში სუნაკმა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი შეთანხმება „განამტკიცებს მთელ რიგ მხარდაჭერას, რომლითაც გაერთიანებული სამეფო უკრაინის უსაფრთხოებისთვის გააგრძელებს. მათ შორის, საუბარია სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, სამედიცინო და სამხედრო მომზადებაზე, ასევე, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.“