თეგი: დონეცკის ოლქი
უკრაინა: დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში, 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გასული დღის განმავლობაში 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა - ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „3 მაისს რუსებმა დონეცკის ოლქში 21 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 27 დაჭრეს. ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 10 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში, 5 ლიმანში, 4 ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში,“- წერს პავლო კირილენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC
ზელენსკი დონეცკის ოლქში ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის
დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში უკრაინა ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. „პრეზიდენტმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ოთხი საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნა გადაწყვიტა. ესენია: დობროპილიას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია, მირნოგრადის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია, პოკროვსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და სელიდოვეს სამხედრო ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის რეგიონში ძლიერი თავდაცვის წყალობით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა სხვა მიმართულებით შეტევითი ოპერაციები განახორციელოს. „მადლიერების სიტყვები, რომელიც ახლა ხერსონის გამათავისუფლებლებს ესმით, ყველას ეკუთვნის. ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ჩვენი გამარჯვებისთვის, ვინც აღწევს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო შედეგებს. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც რუსეთის შეტევებს აკავებს დონეცკის ოლქში - იქ, უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ, ყოველდღე უკიდურესად სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენი ძალები სამშობლოს მედგრად იცავენ, უძლებენ ოკუპანტების საშინელ ზეწოლას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციამ 385 ცხედარი იპოვა
2022 წლის შემოდგომაზე დონეცკის ოლქის ნაწილების განთავისუფლების შემდეგ, სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, რუსული ჯარისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 385 ცხედარი იპოვეს, იდენტიფიცირებულია 282 ადამიანი. „მათგან 309 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. რუსული აგრესიის მსხვერპლთა შორის 174 კაცი, 117 ქალი და ექვსი ბავშვია, კიდევ 12 ადამიანის სქესი დადგენილი არ არის. დაღუპულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება. დღეის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია 282 პირი“, - წერს უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. სამართალდამცავებმა გათავისუფლებულ ლიმანისა და სვიატოჰირსკის თემებში უკვე ექვსი თვეა, ახალ საფლავებსა და ამოუცნობ გვამებს პოულობენ.