თეგი: ევროპის დღე
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად
საქართველოში ევროკავშირი ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპის დღეს ულოცავს. ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, კარლ ჰარცელი, აქცენტს აკეთებს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე. „ევროპის დღეს აღვნიშნავთ ევროპის შესახებ ახალ ხედვას, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციამ წარმოგვიდგინა. იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება. საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა – მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდპანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეც გავაგრძელებთ. კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი. ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!“,- აცხადებს ჰარცელი. ცნობისთვის, ევროპის დღე, ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. მან წარადგინა იდეა, ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და რომელიც ევროპაში ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს, რომელიც დღეს 27 ქვეყანასა და 447.7 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და მშვიდობისა და კეთილდღეობის 70-ზე მეტ წელს ითვლის.
უკრაინა 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნება. „ახლა ერთობა ევროპაში გვაახლოებს ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნასთან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „სწორი იქნება, ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. დღეს მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას და ყოველი წლის 9 მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. ერთობა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა ვოლოდიმირ ზელენსკი რადას სთავაზობს, 8 მაისი ნაციზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდეს
საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია - კალაძე
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. ევროპის დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება - პაველ ჰერჩინსკი „მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ამ ძვირფას ადამიანებს. მათმა თავდადებამ და ბრძოლამ მოგვიტანა მშვიდობა და წერტილი დაუსვა კაცობრიობის უდიდეს ბოროტებას – ფაშიზმს. ვუსურვებ ჩვენს ვეტერანებს ჯანმრთელობას და მხნეობას! აქვე, ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის წინაშე, რომელთა ნაწილი დღემდე უცნობ ჯარისკაცად დარჩა. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. დღეს ასევე აღინიშნება ევროპის დღე. საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებიც ევროპულ ოჯახში თანასწორი, დემოკრატიული, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია“, – წერს კალაძე. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპის დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება - პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოსახლეობას ევროპის დღე ქართულ ენაზე მიულოცა. დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ ეს არის, თარიღი, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. დღეს თბილისში ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება „მშვიდობის ხიდი“ და სატელევიზიო ანძაც, ასევე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონი. ევროკავშირის წარმომადგენლობამ 6 მაისს გამართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება თბილისში. სახალხო დღესასწაულს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 10 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მოქალაქეებს შეეძლოთ, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში ჩართულიყვნენ, დისკუსიებში მიეღოთ მონაწილეობა და ერთმანეთისთვის ევროპული გამოცდილება და შესაძლებლობები გაეზიარებინათ. „ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა! შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“, - განაცხადა ელჩმა. ევროპის დღის აღნიშვნას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ამ დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში ელჩები თავიანთ მშობლიურ ენაზე აღწერენ, რას ნიშნავს მათთვის ევროპა. დღეს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნიან. მიღებას მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახელოვნებო სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი
„ყველა უნდა ვაუძულოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ, ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც, ჩვენ ზოგჯერ ევროპაში მივდივართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპასა და საქართველოს ბევრი აქვს საერთო. „ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები, აქ გვაქვს გამოხატულება იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ, იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ მოუტანოს არამარტო საქართველოს, არამედ, ევროპას. კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყო იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ევროპა არის მშვიდობა. „ეს არის ერთადერთი გაერთიანება ქვეყნების, რომელმაც შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩაუნა მშვიდობა. ევროპა არცერთ ქვეყანას არ დასხმია თავს. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ რაღაც, გაუგებარ მეორე ფრონტებზე. ჩვენი თავისუფალი, მშვიდობიანი მომავალ არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი განვითარებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი
„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენს თქვენ გვერდით ვდგავართ, ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, - განაცხადა მიშელმა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პირველად აღინიშნება საქართველოში ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
ვიდრე ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ გათავისუფლდება, გამარჯვება არ იქნება - ზურაბიშვილი
დღეს არის 9 მაისი და ვითომ რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის - ევროპის დღე, თავისუფლების დღე, მომავლის დღე და იმ 9 მაისის, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი, არა, ეს ერთია, „ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „ტოტალიტარიზმის დამარცხება არის სწორედ თავისუფლება და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ჯერ ბოლო გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ, ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში, რომ აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე მიმართვიდან: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი
ევროკავშირის ელჩი პოლიტიკურ ლიდერებს მიმართვს: მოუსმინეთ მოსახლეობას, საჭიროა ბევრი კომპრომისი
ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს, ამიტომ, საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისი, რაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. „დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ და ვიცით, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა. ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოს გაწუელი ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება. მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება, შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს. ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ IPN-ის ცნობით.