თეგი: ენერგოინფრასტრუქტურა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა
რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვა 19 ოქტომბერსაც გაგრძელდა. სამი ელექტროსადგური განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართისას განაცხადა. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.
ხერსონი და ხერსონის ოლქის კიდევ ათი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა
ხერსონი და ხერსონის ოლქის კიდევ ათი დასახლება ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა. „დაზიანებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ოკუპანტებმა უკვე თქვეს, რომ ტერორისტული თავდასხმა მოხდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომ თავად ჩაიდინეს ტერაქტი", - წერს სობოლევსკი. ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას სობოლევსკის თქმით, მას სჯერა, რომ ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შიშით მოქმედებენ.
შმიგალი: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ზამთრისთვის სრულად მზად იქნება მომავალი თვის განმავლობაში
უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის მზადება მომავალი ზამთრის გამოწვევების დასაძლევად ფინალურ ეტაპზეა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რუსულმა ძალებმა სცადეს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დაშლა მასიური დარტყმებით 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რამაც გამოიწვია ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობა მთელ ქვეყანაში. უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და დაცვისთვის, პარტნიორებისგან $2,3 მილიარდი მიიღო - შმიგალი შიმალმა თქვა, რომ გათბობის ქსელების 84%, ცენტრალური გათბობის სადგურების 78%, საცხოვრებელი კორპუსების 80%-ზე მეტი და სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების 86% მზად არის ზამთრისთვის და აღნიშნა, რომ „ეს მაჩვენებელი ერთ თვეში 100%-მდე უნდა ავიდეს.“ მთავრობა მიზნად ისახავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის 25 თბოელექტროსადგური და ცხრა ატომური ელექტროსადგური იყოს მზად. პრემიერის თქმით, თბოელექტროენერგია უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას 4,5 გიგავატი სიმძლავრით უზრუნველყოფს, ბირთვული ენერგია კი, 7,8 გიგავატი იქნება. 35 ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებისთვის მზადააა ან შეკეთების პროცესშია, ისინი 2,3 გვტ ენერგიას უზრუნველყოფენ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინა ორიენტირებულია „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე“, რივნის ატომური ელექტროსადგური ახლა იყენებს საწვავს ამერიკული კომპანია Westinghouse-დან, რომ „რუსული მონოპოლია“ შეწყვიტოს. უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად. ამის შესახებ 13 სექტემბერს სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.