თეგი: ვალდის დომბროვსკისი
ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა
ევროკავშირის თოთხმეტმა წევრმა ქვეყანამ, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მონაწილე სახელმწიფომ დახმარება გაუწია უკრაინას კახოვკის კაშხლის კატასტროფის შემდეგ, განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა 13 ივნისს. დომბროვსკის თქმით, დახმარება მოიცავს 76 ნავს, 300-ზე მეტ წყლის ტუმბოს და 160 000-ზე მეტ თავშესაფარს. დომბროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული სახსრების გამოყენება მნიშვნელოვანია უკრაინის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. „მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია ასევე უნდა დაფინანსდეს რუსული აქტივებით. ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის", - აღნიშნა დომბროვსკისმა. 13 ივნიის, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა.
უკრაინის რეკონსტრუქცია უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივებით - ევროკომისარი
ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის რეკონსტრუქცია გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდეს. ევროკომისრის შეფასებით, ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი კოორდინაცია ჩვენს ევროპულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უკრაინის რეკონსტრუქციაში. ეს მოიცავს სწრაფ აღდგენას, ისევე როგორც ომის შემდგომი აღდგენის მცდელობებს. ორივე ბანკმა შეასრულა ეს როლი და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან“, - აღნიშნა ევროკომისარმა. ამავე განცხადებიდან: ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი
„მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,“ - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,” - წერს დომბროვსკისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის