თეგი: ვიზიტორები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ივლისში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% მეტია. ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით განხორციელდა. ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი:1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;11. ირანი - 11 787 ვიზიტი;12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;15. გერმანია - 5 460 ვიზიტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნა1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;2. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;6. უკრაინა - 89 614;7. აზერბაიჯანი - 80 680;8. ყაზახეთი - 64 654;9. ბელარუსი - 62 728;10. საუდის არაბეთი - 57 475;11. ირანი - 49 016;12. უზბეკეთი - 27 871;13. ინდოეთი - 26 343;14. გერმანია - 22 378;15. პოლონეთი - 20 812. ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737, ხოლო ივნისში 90 239 ადამიანი შემოვიდა. წინა თვესთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 66 498-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში, 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. „2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 922.2 ათასი შეადგინა, რაც 176.2 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 81.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.0 პროცენტს შეადგენდა 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 512.7 ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათენებული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა. საზღვრის კვეთა უმეტესად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან გადმოკვეთეს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა და თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა. საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორეა რუსეთი. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის რაოდენობით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ არის სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებელს, 2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, ხოლო 249 976 პირი შემოვიდა.