თეგი: ვოლოდიირ ზელენსკი
ჯონსონი: მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე გამოეხმაურა. „პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და გავიმეორე დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ მათ მივაწვდით სასიცოცხლო თავდაცვით დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. მადლობა მეგობრობისთვის, ვოლოდიმირ, გმირი ხარ, შენ ყველას უყვარხარ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს ჯონსონი უკრაინის ნამდვილი მეგობარია, იმედია, მისი გადადგომის შემდეგ, უკრაინასთან მიმართებით, ლონდონის პოლიტიკა არ შეიცვლება - ზელენსკი ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის განცხადების გაკეთების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრა. ზელენსკი ჯონსონს: თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა განსაკუთრებული გახადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, თუმცა ეშმაკის მხარეს არიან
ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდეენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს რუსეთის სარაკეტო დარტყმებზე საპასუხოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთის სარაკეტო თავდასხმა - ეს წლის შედეგი არ არის, როგორც არ უნდა უნდოდეთ ტერორისტებს, ეს თავად რუსეთის ბედის შედეგია. ტერორისტი სახელმწიფო არ მიიღებს პატიებას, ხოლო ისინი, ვინც ასეთი იერიშების ბრძანებებს გასცემენ, ვინც ახორციელებს - შეწყალებას არ მიიღებენ, რბილად რომ ვთქვათ. წინასაახალწლო დღეს სარაკეტო დარტყმების რამდენიმე ტალღა, ხალხის წინააღმდეგ რაკეტები - ეს არაადამიანებმა გააკეთეს. არაადამიანები წააგებენ! ტერორისტები ამას ვეღარ შეცვლიან! აღდგომაზე აკეთებდნენ ასეთ დარტყმებს, შობაზე, ახალ წელს. ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, ტრაბახობენ თავიანთი მართლმადიდებლობით, მაგრამ ეშმაკის მხარეს არიან”, - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე რუსულ ენაზე რუსებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთს ტერორს მსოფლიოში არავინ არ აპატიებს. „მთელი ეს ომი, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, თქვენ - რუსეთი, ის ნატო-ს წინააღმდეგ არ არის, როგორც თქვენი პროპაგანდისტები იტყუებიან, ის რაღაც ისტორიულისთვის არ არის, ის იმისთვის არის, რომ ერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩეს. ხოლო რა დარჩება თქვენგან, რუსეთის მოქალაქეებო - მას არ ადარდებს… უკრაინა არასდროს აპატიებს და თქვენ თავადაც არ აპატიებთ მას ამ ყველაფერს - რასაც გაანადგურებს და ყველას, ვისაც მოკლავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში დაეხმარება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი განწირულია წარუმატებლობისთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს. შარლ მიშელი კიევშია ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა. „ეს უფრო მეტია ვიდრე ომი, ეს არის სისტემატური განადგურების სტრატეგია, რათა გაიძულოთ დამორჩილება, გაიძულოთ, თქვენი ქვეყანა გახდეს ვასალური სახელმწიფო. ეს ომი განწირულია მარცხისთვის. უკრაინა დარჩება მტკიცე, მამაცი და სამართლიანად ამაყი“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირს „გადაწყვეტილია აქვს, დაგეხმაროთ ბრძოლის ველზე გამარჯვებაში". „როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა 24 თებერვალს, მან მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, გვჭირდება საბრძოლო მასალა. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად გადავწყვიტეთ - პირველად ევროკავშირის ისტორიაში, ლეტალური იარაღი მიგვეწოდებინა მესამე ქვეყანისთვის“, - განაცხადა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა. ამასთან, მიშელმა განაცახდა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთის იზოლაციისთვის. „რუსეთის წინააღმდეგ მივიღეთ მკაცრი სანქციების ცხრა პაკეტი და ეს ჯერ არ დასრულებულა“, - განაცახდა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კიევში დღეს ჩავიდა.