თეგი: თამარ ბაჩალიაშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები: გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს

მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია, - გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. „ველოდებით, თვითონ პროკურატურა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ, რომ ის განცხადება და ინფორმაცია, რაც გამომძიებლის მიერ გავრცელდა, ობიექტურის და სამართლიანი სისტემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა საქმის განახლება. დაველოდებით დღევანდელ დღეს. თუ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ იქნება, მერე უკვე ჩვენ თვითონ მივმართავთ. დღეს თუ არ იქნა, ხვალ ჩვენ უკვე მივმართავთ და არა მარტო პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს და აბსოლუტურად ყველას. რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში თავიდანვე ვამბობდით, როგორ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და რას ჩადიოდნენ საგამოძიებო ორგანოები, სისტემის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაადასტურა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან". ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.  

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა - პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება განაახლა ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა. „მან [სერგო შუბითიძემ] აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოხდება, რასაც „შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“.  

საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია - გომელაური

საიდან მოიტანა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ეს ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილ გამომძიებელ, სერგო შუბითიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს ყოფილი გამომძიებლის თქმით – მხილება, პირდაპირ ნუ ვიტყვით, ვთქვათ ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, მგონია, ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, იქვე დაილუქა ტელეფონი. გადაღებულია ეს პირდაპირ, უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი, ყველაფერი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. ყველაფერი, რაც მას თან ჰქონდა. ასე რომ, საიდან მოიტანა, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქეს, ჩემი აზრით, ეს არის ტყუილი, დაველოდოთ პროკურატურას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ დაბარებულია სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1-ელ მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მისი გაუჩინარების ფაქტზე, 2020 წლის 19 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით, გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2020 წლის 29 ივლისს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო 2020 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს და ითხოვდნენ საქმის გადაცემას პროკურატურისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გაგრძელდა თბილისის პროკურატურაში. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პროკურატურის გამომძიებლების მიერ ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეო ჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით სოციალურ ქსელ “facebook”-დან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის “facebook და Instagram ანგარიშებთან“ დაკავშირებული სრული ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ბოლო დღეების ქრონოლოგია, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ბოლო წლების გარემოებები და ფაქტები. სწორედ პროკურატურის გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივმა ანალიზმა უტყუარად დაადასტურა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები. იხ. ბმული: https://pog.gov.ge/news/saqa-1 საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რაც შეეხება გამომძიებელ სერგო შუბითიძეს, რომელიც იმ პერიოდისთვის იკავებდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას, მან აღნიშნულ საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა მხოლოდ 3 პირი, შეადგინა ნიმუშის აღების 11 ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის 2 ოქმი, დათვალიერების 4 ოქმი და ამოღების 2 ოქმი. თუმცა მის მიერ არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე. აქვე, აღვნიშნავთ, რომ მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

გამოძიება არ განახლდება - ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

„შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ არ განახლდება აღნიშნული საქმე“, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მაგისტრანტმა მოსამართლემ გამოკითხა. ადვოკატის თქმით, კითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელთან, სერგო შუბითიძესთან მის კავშირებს შეეხებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი გამომძიებლის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურაში დაიბარეს „სამწუხაროდ, ყველაფერს გააკეთებენ ზემდგომი და გენერალური პროკურატურა, რომ რაღაცნაირად „ჩაფარცხონ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა, ერთ-ერთ სატელევზიო ეთერში განაცხადა, რომ მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ის ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე დაიბარა სერგო შუბითიძე, რომელიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, 2 მაისს გამოიკითხა.  

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დააკავეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის გამო დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას შუბითიძემ, ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას. პროკურატურა განმარტავს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. „გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არც ერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საიდან მოიტანა ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, რომ ტელეფონი მასთან მიტანის შემდეგ დალუქეს, ტყუილია - გომელაური 22 ივლისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.  

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ შუბითიძე წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება. „აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა. კითხვას, ხომ არ ყოფილა გამომძიებელ სერგო შუბითიძეზე ზეწოლა მის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“. პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულასთან" სერგო შუბითიძემ ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ყოფილი გამომძიებელი საპატიმროდან გაათავისუფლეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა. „ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით,“ - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა. ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.