თეგი: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაცაა, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ბორის ჯონსონი უკრაინას: ჩვენ შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ მეტი თავდაცვითი იარაღი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს. როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა. ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო, - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამასთან, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ვაღიარებთ
თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას „თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის მოლაპარაკებების გზის დასრულებისკენ“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.