თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
„თურქეთს არ უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს გამართული უკანონო რეფერენდუმის საფუძველზე. ჩვენ გამოვუცხადეთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. შესაბამისად, უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ამ ომის მოლაპარაკებების გზის დასრულებისკენ“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.