თეგი: თურქული ნაკადი
„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას აჩერებს
რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, რათა აიძულოს გერმანია გაუშვას Nord Stream 2. უკრაინას ასევე აქვს მონაცემები რუსეთის შესაძლო მსგავს გეგმებზე „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც პარტნიორებს რუსული ენერგეტიკული ტერორიზმის თავიდან აცილება შეუძლიათ, არის მკაცრი პოზიციის დაკავება. „ახლა და საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით
„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ შედგება ორი განშტოებისგან, რომელთა საერთო სიმძლავრეა 31,5 მილიარდი კუბური მეტრია. თითოეული ხაზის სატუმბი სიმძლავრე შეადგენს 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში. ერთი ფილიალი მიემართება თურქეთისენ, მეორე კი გაზზე ევროპის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. მილსადენის 142-კილომეტრიანი ნაწილი თურქეთში, კიიიქოის ტერმინალიდან ბულგარეთში, ევროპისკენ მიეართება. მილსადენი BOTAŞ-ისა და Gazprom-ის ერთობლივმა საპროექტო კომპანიამ TürkAkım Gaz Taşıma A.Ş ააშენა. გასულ წელს TANAP-მა, სამხრეთის გაზის დერეფნის „ხერხემალმა“ თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი. მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის. TANAP-ის მარშრუტი გადის თურქეთის 20 პროვინციაში, 67 რაიონსა და 600 სოფელში - არდაჰანის პროვინციის პოსოფის რაიონიდან ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონამდე, სადაც ის დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP). TANAP-ის სიგრძე 1850 კმ-ია. ბუნებრივი აირი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მომავალ წელს მიეწოდება. TANAP-ში ინვესტიციებმა თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაზის პირველი ნაკადის მიწოდება TANAP-ით თურქეთისთვის 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო. მონაკვეთი ესქიშეჰირიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე ექსპლუატაციაში 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ევროპისთვის გაზის მიწოდება, TAP-ის გაზსადენით 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. TANAP-ის პროექტში 51 პროცენტი ეკუთვნის „სამხრეთ გაზის დერეფანს“, 7 პროცენტი SOCAR Turkey Energy A.Ş-ს, SOCAR-ის შვილობილი კომპანიას, 30 პროცენტი BOTAŞ-ს და 12 პროცენტი BP-ს.