უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, რათა აიძულოს გერმანია გაუშვას Nord Stream 2.

უკრაინას ასევე აქვს მონაცემები რუსეთის შესაძლო მსგავს გეგმებზე „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით. 

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც პარტნიორებს რუსული ენერგეტიკული ტერორიზმის თავიდან აცილება შეუძლიათ, არის მკაცრი პოზიციის დაკავება.

„ახლა და საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.