რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.
„გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა.
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა