თეგი: თხევადი გაზის ტერმინალი

საქართველო და აზერბაიჯანი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობენ

საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ტერმინალის მშენებლობის მიზანია, ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი. ანალოგიური პროექტი, 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ არ განხორციელდა. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ პროექტი AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.  

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიამ დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისგან - ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, გაიხსნა პირველი ტერმინალი ზღვით გაზის მისაღებად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვილჰელმზაფენში გერმანიის პირველი LNG ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან დიდი წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში... ეს არის კარგი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანიის ეკონომიკას შეუძლია იყოს უფრო ძლიერი და გაუმკლავდეს გამოწვევებს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  მცურავი ტერმინალი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ქვემო საქსონიაში მდებარეობს, რომლითაც გერმანია გაზს, დეფიციტის შესავსებად მიიღებს. 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ ოთხი ტერმინალის აშენება ბრუნსბიტელში (შლეზვიგ-ჰოლშტაინი), სტადში (ქვემო საქსონია) და ლუბმინში (მეკლენბურგი-ფორპომერანია). გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ამ ტერმინალებით, შესაძლებელია ბუნებრივი აირის მოცულობის მესამედის მიღება, რომელიც გერმანიას სჭირდება.  

ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა

ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს.  გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება  „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, - თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი პროექტი. გასულ ზაფხულს TotalEnergies-მა და გერმანულმა Deutsche ReGas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში მცურავი LNG ტერმინალის (FSRU) ინსტალაციისა და ექსპლუატაციის შესახებ. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა გასული წლის გაზაფხულზე გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სასწრაფოდ აეშენებინა ოთხი LNG ტერმინალი, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ მიწოდებაზე. უკვე ზაფხულში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ სულ ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.  

გერმანიაში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით, თხევადი გაზის მესამე მცურავი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიაში ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის ფარგლებში კიდევ ერთი მცურავი LNG ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა LNG ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე 7,5 მილიარდი კუბური მეტრია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე სრულად იქნება გამოყენებული. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, პირველი თხევადი გაზით დატვირთული (LNG) ტანკერი (არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან) ბრუნსბიუტელში 2023 წლის იანვრის ბოლოს შემოვა და ტერმინალში ჩაიტვირთება.  გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება