ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს.
„მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, - თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი პროექტი. გასულ ზაფხულს TotalEnergies-მა და გერმანულმა Deutsche ReGas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში მცურავი LNG ტერმინალის (FSRU) ინსტალაციისა და ექსპლუატაციის შესახებ.
გასული წლის გაზაფხულზე გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სასწრაფოდ აეშენებინა ოთხი LNG ტერმინალი, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ მიწოდებაზე.
უკვე ზაფხულში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ სულ ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.