გერმანიამ დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისგან - ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, გაიხსნა პირველი ტერმინალი ზღვით გაზის მისაღებად.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვილჰელმზაფენში გერმანიის პირველი LNG ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„ეს არის ძალიან დიდი წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში... ეს არის კარგი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანიის ეკონომიკას შეუძლია იყოს უფრო ძლიერი და გაუმკლავდეს გამოწვევებს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მცურავი ტერმინალი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ქვემო საქსონიაში მდებარეობს, რომლითაც გერმანია გაზს, დეფიციტის შესავსებად მიიღებს.
2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ ოთხი ტერმინალის აშენება ბრუნსბიტელში (შლეზვიგ-ჰოლშტაინი), სტადში (ქვემო საქსონია) და ლუბმინში (მეკლენბურგი-ფორპომერანია).
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ამ ტერმინალებით, შესაძლებელია ბუნებრივი აირის მოცულობის მესამედის მიღება, რომელიც გერმანიას სჭირდება.