თეგი: ინოდეთი
ინდოეთმა ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ, ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ჩინეთთან სადავო საზღვრის გასწვრივ ჯარების განლაგება უპრეცედენტო დონემდე გაზარდა. მინისტრის თქმით, ინდოეთი არ დაუშვებს, ჩინეთმა „ცალმხრივად შეცვალოს" სტატუს კვო საზღვარზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ვითარება საზღვარზე სტაბილურია და მხარეები ამ საკითხზე დიალოგს აგრძელებენ. ინდოეთი და ჩინეთი სადავო 3,440 კმ (2,100 მილი) სიგრძის დე ფაქტო საზღვარ იზიარებენ. ორივე მხარის ჯარისკაცებს შორის ხშირად დაძაბულობა შეტაკებებში იზრდება.
გერმანია ინდოეთისთვის წყალქვეშა ნავების აშენების თაობაზე 5,2 მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს - Bloomberg
გერმანული Thyssenkrupp AG (TKAG.DE) სავარაუდოდ გამოაცხადებს ინდოეთის საზღვაო ძალებისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის მიწოდების პროექტის შესახებ, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნიუ დელიში ვიზიტისას. მანამდე, პისტორიუსი შეხვდა თავის კოლეგას რაჯნათ სინგს, იმ დროს, როდესაც სამხრეთ აზიის ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს შიდა თავდაცვის წარმოება, რადგან მიზნად ისახავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ ყოფნას ინდოეთის ოკეანეში. Thyssenkrupp AG-ის საზღვაო ფილიალი და ინდოეთის Mazagon Dock Shipbuilders Limited-ი, სავარაუდოდ, ერთობლივად განაცხადებენ 5,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც ინდოეთის საზღვაო ფლოტისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის აშენებაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს ეწვევა ობიექტს მუმბაიში, სადაც Thyssenkrupp AG-თან გარიგება სავარაუდოდ გაფორმდება, აცხადებენ წყაროები. ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო შესყიდვებში კონკრეტულ თანამშრომლობაზე. ეს შეიძლება იყოს ექვსი წყალქვეშა ნავი TKMS-დან (Thyssenkrupp Marine Arm)“ - განუცხადა პისტორიუსმა მედიას. ინდოეთსა და გერმანიას 2000 წლიდან აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ძლიერდება 2011 წლიდან მთავრობათაშორისი კონსულტაციებით, მთავრობათა ხელმძღვანელების დონეზე. მედია წერს, რომ რუსეთის გახანგრძლივებული ომი უკრაინაში, უბიძგებს ნიუ დელის, მოსკოვს მიღმა გააფართოოს სამხედრო ტექნიკის წყაროების მთავარი მიმწოდებელი. უფრო ადრე, გერმანიამ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიეწოდებინათ ნიუ დელისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ინდოეთს, თანდათან უარი თქვას რუსეთზე დამოკიდებულებაზე თავდაცვის სექტორში. Bloomberg-ი აპრილში წერდა, რომ ინდოეთმა რუსული იარაღის შესყიდვები აშშ-ის სანქციების შიშის გამო შეაჩერა. ინდოელი სამხედროების თქმით, რუსეთმა ვერ მიაწოდა იარაღი ნიუ დელის, რომლის მიწოდებაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული შეფერხების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო, რამაც დიდი რაოდენობით ტანკები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა გაანადგურა. Reuters-ი წერდა, რომ რუსეთს ინდოეთისთვის უნდა მიეწოდებინა ორი S-400 Triumf-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას - Reuters
Reuters-ის ცნობით, ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელის ვაჭრობა არ შეუჩერებია. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს,“ ამბობენ წყაროები, რასაც საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს. ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები. ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან უკრაინას, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს თხოვნას ოფიციალურ კომენტარზე, რომლითაც მათ Reuters-მა მიმართა.