თეგი: კახა გოგოლაშვილი
რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია, რუსეთის მიმართ თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა კი, შემცირებულია, რაზეც ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რიგი ფაქტორები მოქმედებს. Europetime-თან ინტერვიუში, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული არაადამიანური და უსამართლო ომი უკრაინაში, რითაც მოსკოვი საერთაშორისო სამართლის სრულ იგნორირებას ახდენს: „აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ ამ ფაქტორებმა იმოქმედა მოსახლეობაზე. მეორე ფაქტორი, რომელსაც ექსპერტი შენიშნავს, შემდეგია: „ხალხი დაიძაბა, დაფიქრდა, ხედავენ, რომ ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენა იზრდება და ამის გარშემო კიდევ უფრო მეტი დისკუსია, ახსნა-განმარტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს უწევთ თავის ცნობიერებაში არჩევანის გაკეთება - ღირს თუ არა რუსეთთან რაღაც ურთიერთობების გაგრძელება თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობებს მიყავს საქართცელო საბოლოო ჯამში რუსეთის დაქვემდებარებისკენ, ასეთი აღარ უნდათ. მე ვფიქრობ, აქედან გამომდინარეობს რუსეთთან თანამშრომლობის შემცირება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ზრდას, მკვლევარი ამის დამატებით მიზეზებზეც მიუთითებს. მისი შეფასებით, რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება. „ხალხმა დაინახა, რომ მართლა გამოჩნდა ევროკავშირში გაწევერიანების შესაძლებლობა და იმედიც გაეზარდათ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. მისივე თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა და რუსეთის მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციებია და რაც უფრო იზდრება პირველის მიმართ მხარდაჭერა, მცირდება ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი. „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი“, როგორც ფაქტორი“ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. „ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ. ამასთან, რა თქმა უნდა ამ დისკუსიებმა გამოაჩინა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი და ის რომ, ხელისუფლების განშტორებას „ხალხის ძალას“ რეალურად არ აქვს რაციონალური საფუძველი, თუ რატომ აჟღერებს ევროსკეპტიკურ აზრებს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. საბოლოო ჯამში, ექსპერტი ფიქრობს, რომ „მოხდა ამ ძალის დისკრედიტაცია, გამოჩნდა, რომ მოქმედებენ საქართველოს საზიანოდ: „არ აქვს მნიშვნელობა, გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად, ისინი პარლამენტში მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ხალხმა რეალურად გააკეთა თავისი არჩევანი, დაინახეს, ვინ რას წარმოადგენს“, - ამბობს მკვლევარი. კვლევის ჩატარების პერიოდი და „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტში ნიშანდობლივია, რომ IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა იმ დროს, როცა „უცხოური აგენტების კანონის“ შესახებ კანონპროექტზე დისკუსია გამძაფრებული იყო და საინფორმაციო ბრძოლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. კახა გოგოლაშვილის თქმით, მოსახლეობა სწორედ მაშინ იყო კონცეტრირებული მიმდინარე პროცესებზე, რამაც სავარაუდოდ, იმოქმედა ხალხის მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. 77% ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. „რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება". ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან (34% – სრულად, 25% – ნაწილობრივ) 53-მდე (26% – სრულად, 27% – ნაწილბროვი). საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას 13% ემხრობა. ბიზნესის რეგისტრაციის უფლებას - 7%; უძრავი ქონების შეძენის უფლებას - 4%; არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი - 79%. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა სტივ ნიქსმა. კერძოდ, პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: რუსეთის მოქალაქეებს ძლიერ მიესალმება – 4%, როცა წინა წლის სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა. IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო.
საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - კახა გოგოლაშვილი კანდიდატის სტატუსზე
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან. „ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი. ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. ძირითადი ბენეფიტი როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უმთავრესია, რომ კანდიდატის სტატუსი არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის შემდეგაც უკვე მოლაპარაკებები იწყება. ეს არის აღიარება იმისა, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგეს. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. „კანდიდატის სტატუსის მიღების ძირითადი მიზანი იყო, რომ საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩენილიყო - ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი პრაქტიკული ინსტრუმენტები და ეკონომიკური თვალსაზრისი ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან. „ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი. ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ქვეყნის პოლიტიკური პოზიციები ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ყურადღება ყველგან იზრდება. „დღესაც შეგვიძლია, შევამჩნიოთ, როგორ შეიცვლება რეგიონში ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე იგრძნობენ, რომ საქართველო უკვე არის რაღაც დიდი, მძლავრი გაერთიანების ნაწილი და მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვლება,“ - აღნინავს ანალიტიკოსი. სიგნალი საერთაშორისო აქტორებისთვის; ქვეყნის უსაფრთხოება ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას
„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილ ი განმარტავს, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება, მოჰყვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას. მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ: „შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსი?„ „დიახ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა. კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძებლობები) ასევე, იმ ქვეყნების "დასჯას" რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებისა და დემეკრატიული განვითარების საქმეში. როგორ შეიძლება "დაისაჯოს" ქვეყანა? კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები - შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა - გაუქმებული. ევროკომისიის აღნიშნული კომუნიკაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე (შესვლის შემდეგ, თუ პრესრელიზზე მეტად დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ შეგიძლიათ, იქვე ჩამოტვირთოთ ევროკომისიის აღნიშნუკლი კომუნიკაცია). აღნიშნული ცვლილება უდაოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის "გაუქმების" მიზნითვისაც. თუმცა ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არ არსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს. თუ "რევერსის" შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა, გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია, ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა. საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცენდენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი. ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი "რევერსისთვის" გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა,“ წერს ექსპერტი Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია