თეგი: კევინ მაკკარტი

მე-15 მცდელობისას, კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ისევ ვერ შეძლო მედიის ინფორმაციით, მაკკარტიმ სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმების მიღება მე-15 კენჭისყრის დროს მოახერხა. მანამდე, კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3 დღის განმავლობაში 14 კენჭისყრა გამართა, მაგრამ სპიკერის არჩევა ულტრამემარჯვენე კონსერვატორთა ბლოკის წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა.  

წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.  სპიკერის თქმით, მოკვლევა “ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე” ფოკუსირდება. რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე შესაბამის პროცედურას იანვრიდან აწარმოებს, მას შემდეგ რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. მედია წერს, რომ პროცედურის დაწყება ბაიდენის შვილს უკავშირდება. ამასთან, მოსმენებზე ბაიდენის უკანონო ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები ნაპოვნი არ არის. ამავდროულად, აღმოჩენილია პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც „რესპუბლიკელების“ თქმით, საეჭვოა. მათივე შეფასებით, პრეზიდენტმა მისი შვილის საქმიანობის შესახებ იცოდა. მაკკარტის თქმით, პრეზიდენტის საქციელთან დაკავშირებით „სერიოზული და სანდო” ბრალდებები არსებობს. „ერთად აღებული, ეს ბრალდებები კორუფციის კულტურის სურათს ხატავენ,” - განაცხადა მაკკარტიმ.  

აშშ-ის კონგრესის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

კონგრესის რესპუბლიკელი სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს. მაკკარტი პირველია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც სპიკერის თანამდებობას კანონმდებლების მიერ მიღებული რეზოლუციით დატოვებს. დროებითი სპიკერის მოვალეობას  პატრიკ მაკჰენრი შეასრულებს, რომელიც მაკკარტის მოკავშიტედ მიიჩნევა.  გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 210 წინააღმდეგი იყო.  მაკარტის გადაყენების ინიციატივით "რესპუბლიკელი" კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა. ეს ნაბიჯი მოჰყვა დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რითაც მთავრობის "დახურვის" საფრთხე მოიხსნა.  "რესპუბლიკური" პარტიის ნაწილი სპიკერისგან ითხოვდა, დემოკრატიულ პარტიასთან კანონპროექტზე არ ეთანამშრომლა.  მას თავისივე თანაგუნდელები იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტში უკრაინის დახმარება გამოირიცხა.