თეგი: კიკეთი
კიკეთში სროლა იყო
კიკეთში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი ქალი. დაჭრილები თბილისის კლინიკებში გადმოჰყავთ. ამასთან, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე ერთი პირია იდენტიფიცირებული და შსს-მ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სამართლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კიკეთში სროლა იყო შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილები თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა
Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. კიკეთში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ერთი კაცი, ხოლო დაჭრილები „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან მოთავსებული. კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს შსს მომხდართან დაკავშირებით, მეტ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ასევე უწყებაში არ აზუსტებენ სროლისას რამდენი ადამიანი დაიჭრა. შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია.
შსს: კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი გახსნილია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და 5 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული გ.ნ. ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული გ.გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ბრალდებული გ.ნ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა.ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
17 სექტემბერს კიკეთში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ გელა ნიორაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი იდენტიფიცირებულია - შსს აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნიორაძეს უკანონოდ ჰქონდა იარაღი, მაგრამ იარაღის შეძენა- შენახვა ცალკე დანაშაულია. ადვოკატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, უნდოდა თუ არა ნიორაძეს განზრახ მკვლელობის ჩადენა. შეგახსენებთ, გელა გელა ნიორაძეს პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.