Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც კიკეთში ერთი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
კიკეთში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ერთი კაცი, ხოლო დაჭრილები „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან მოთავსებული.
შსს მომხდართან დაკავშირებით, მეტ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ასევე უწყებაში არ აზუსტებენ სროლისას რამდენი ადამიანი დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია.