თეგი: ლევან კობიაშვილი

ზედიზედ მესამედ, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. ამასთან, ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ყრილობის დელეგატებმა მოისმინეს სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, დაამტკიცეს ბიუჯეტი, სფფ-ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებელი აუდიტი დანიშნეს და ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს. ცნობისთვის, ლევან კობიაშვილს პირველად ნდობა 2015 წლის 3 ოქტომბერს გამოუცხადეს, მეორედ – 2019 წლის  15 თებერვალს.   

კობიაშვილი: დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, თუმცა მთავარია, ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ხვიჩა კარაცხელიას დისკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია.“ „ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე. თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს. დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს,“ - ამბობს კობიაშვილი „იმედის“ ეთერში. თბილისის მერის და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შეფასებით, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს. ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების მოთამაშე - ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. ალექსანდრე იაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ეროვნული ნაკრები რეგულაციასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეცდომა მან დაუშვა.  

კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვამბობთ ჩვენ ყოველთვის

„ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია, დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. [...] ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ", განაცხადა დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან კომენტარის დროს. დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. მხარდამჭერთა შორისაა ლევან კობიაშვილი.