თეგი: ლინდა თომას-გრინფილდი
გაეროში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს
გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ პეკინს, კვლავ არ დაიკავოს რუსეთის მხარე, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი მოქმედებისკენ უბიძგონ. ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე
აშშ რუსეთის ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა, CBS News-თან ინტერვიუში ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა. „ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი ნაბიჯებით შეჩერება“, - განაცხადა ელჩა. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი
გაეროში აშშ-ის ელჩი: უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს. ლინდა თომას-გრინფილდი კიევშია „არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. უკრაინაში ელჩო გაეცნობა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მტკიცებულებებს და გადარჩენილთა ისტორიებს მოისმენს. ელჩი თომას-გრინფილდი ასევე განიხილავს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად გამწვავდა და ხაზს გაუსვამს „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების კრიტიკულ აუცილებლობას მომავალი წლისთვის. გრინფილდი ასევე შეხვდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი შეიძლება, მზად იყოს „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერ ჩანს
აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუმცა ვაშინგტონს ამის მტკიცებულებები ჯერ არ უნახავს. Reuters-ს შესაბამისი განცხადება გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკეთა. „აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს,“ – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა. ელჩის თქმით, რუსეთს თუ სურს, თავისი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ „მოუწევს, ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს.“ „ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე,“ – აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა. AFP: ლიეტუვა ევროკავშირს სთხოვს, გამოიყენოს ბალტიის ზღვის პორტები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის