აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე

აშშ რუსეთის ბირთვული ძალების „განსაკუთრებულ“ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა, CBS News-თან ინტერვიუში ამ ნაბიჯს „მიუღებელი“ უწოდა.

„ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი ნაბიჯებით შეჩერება“, - განაცხადა ელჩა. 

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.


რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი