გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი შეიძლება, მზად იყოს „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერ ჩანს

აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზად არის, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს, თუმცა ვაშინგტონს ამის მტკიცებულებები ჯერ არ უნახავს. Reuters-ს შესაბამისი განცხადება გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გააკეთა.

„აშშ-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას იძლევა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამის არანაირი მტკიცებულება არ გვინახავს,“ – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

ელჩის თქმით, რუსეთს თუ სურს, თავისი სასუქის გლობალურ ბაზარზე გატანა და სასოფლო-სამეურნეო ტრანზაქციების ხელშეწყობა, მაშინ „მოუწევს, ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს.“

„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი შეიძლება, დაინტერესდნენ დისკუსიებში დაბრუნებით. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით, არის თუ არა ეს რეალურად ასე,“ – აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.


კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: