თეგი: ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო

ბრაზილიელიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო. მემარცხენე ლიდერის ინაუგურაცია კვირას გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ოფიციალურმა პირებმა პელეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ცერემონიას არ დაესწრო. თუმცა ღონისძიებას ესწრებოდა 19 უცხოელი ლიდერი, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს, ლულამ ბოლსონარუს აჯობს და და ხმების 50,9% დააგროვა. ლულა ასევე იყო კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვიდრე ფულის გათეთრების ბრალდებებს წაუყენებდნენ.  2019 წელს ლულა ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი მსჯავრი გააუქმა, რამაც მას საშუალება მისცა, ხელახლა ეყარა კენჭი.  

ბრაზილიის პრეზიდენტმა პუტინს რუსეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარესთან. ლულამ Twitter-ზე დაწერა, რომ მადლობა გადაუხადა პუტინს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, მაგრამ იძულებული გახდა, უარი ეთქვა მასზე, რადგან „ამჟამად მას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტი“. „მე გავიმეორე ბრაზილიის მზადყოფნა, ინდოეთთან, ინდონეზიასთან და ჩინეთთან ერთად, ესაუბროს კონფლიქტის ორივე მხარეს მშვიდობის მისაღწევად,” - განაცხადა ლულამ, მას შემდეგ რაც ამ კვირის დასაწყისში ასევე განიხილა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან.  

ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას ვერ აძლევს

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრაზილია საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ქვეყანა 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. DW წერს, რომ 4 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის და ბრაზილიის მთავრობათა კონსულტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლულა და სილვას ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში. ბრაზილიის პრეზიდენტმა არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა და აღნიშნა რომ ამას სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სილვა კრემლთან კარგ ურთიერთობებ ინარჩუნებს. ის 2023 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მოგვიანებით განცხადა, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.