ბრაზილიელიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო.
მემარცხენე ლიდერის ინაუგურაცია კვირას გაიმართა.
ცერემონიის დაწყებამდე ოფიციალურმა პირებმა პელეს ხსოვნას მიაგეს პატივი.
ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ცერემონიას არ დაესწრო.
თუმცა ღონისძიებას ესწრებოდა 19 უცხოელი ლიდერი, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.
ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო სასამართლოს მონაცემებით, 30 ოქტომბერს, ლულამ ბოლსონარუს აჯობს და და ხმების 50,9% დააგროვა.
ლულა ასევე იყო კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ვიდრე ფულის გათეთრების ბრალდებებს წაუყენებდნენ. 2019 წელს ლულა ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი მსჯავრი გააუქმა, რამაც მას საშუალება მისცა, ხელახლა ეყარა კენჭი.