თეგი: მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: სვენ მიქსერმა ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სვენ მიქსერმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „გზავნილები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმება იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ფორმატები უნდა შევქმნათ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, COVID19-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს. ჩვენ გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტთან და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერთან, ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა კომიტეტის წევრებთან. „შეხვედრებისას საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითრება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები. ქართულმა მხარემ, ასოცირებული პარტნიორების მიმართ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას და ევროპული მხრიდან მკაფიო გზავნილების აუცილებლობას ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პარტნიორების მხარდაჭერისა და მათთან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი: ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა

"ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიდი გამარჯვებაა", - საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება და დიდი წარმატება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება

მაკა ბოჭორიშვილი: საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შიდა ქართლში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ერთად იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს. შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.  

ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია - ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე დაკისრება. „წარმოუდგენელი რამაა საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება იმ ორმხრივ შეთანხმებებს, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან. ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტი სიტყვა აქვს რუსეთს, რასაც ვერ გავიზიარებ. მაშინ გამოდის, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, მათ რომ ჰკითხოთ. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ევროკავშირის მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ირაკლი კობახიძემ მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად ანრი ოხანაშვილი, დავით  სონღულაშვილი კი - სოფლის მეორნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად არის წარდგენილი. „წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს - ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით დიპლომატიურ სფეროში 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ 2020 წლიდან ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინდა, წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურებში, მაღალ თანამდებობებზე განაგრძობენ. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის ხვალინდელ სხდომაზე მიწვეულები არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.  

საგარეო უწყება: მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.“ თავის მხრივ, „ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ „ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად. ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას,“ წერს უწყება. მანამდე, ევროკავშირის ელჩი აცხადებდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.