თეგი: მარკ კლეიტონი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობაზე, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში გამოიხატება. თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ადგილი დაეთმო საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ქართველი და ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებასა და ქართველი სამხედროების ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.

მნიშვნელოვანია, ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა - ბრიტანეთის ელჩი

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

ელჩი მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს კრიტიკა მოჰყვა დიდი ბრიტანეთიდანაც. ელჩი მარკ კლეიტონი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება შემდგომი ნაბიჯების განხილვისას. „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ქალებთან, რომლებიც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმოადგენენ ამ გეგმის შემუშავებაში. ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შემოთავაზებული კანონი ახლა ძალაში რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქალი აქტივისტები, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა აქვთ საქართველოს მთავრობის (დარეგულირების) დღის წესრიგის განხორციელებაში, სტიგმატიზირებულნი იქნებოდნენ, როგორც “უცხოური აგენტები”. ეს არ შეიძლება, იყოს სწორი. გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდგომი ნაბიჯების განხილვისას გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება”, - წერს ელჩი მარკ კლეიტონი Twitter-ზე. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ

დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამასთან დაკავშირებით საუბრობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი. „დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამ პერიოდში გვექნება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრებთ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე“, - წერს კლეიტონი Twitter-ზე. „ძლიერი და ერთიანი NATO გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს. საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი მიენიჭათ 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ თბილისში ვიზიტისას.

დიდი ბრიტანეთის ელჩი: მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია

დიდი ბრიტანეთის ელჩის შეფასებით, მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია. „ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელ სასამართლოსი”, - წერს მარკ კლეიტონი Twitter-ზე. ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, გასული წლის 16 მაისს შეუფარდა. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.  

დიდი ბრიტანეთის ელჩი: ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით

ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „მთხოვეს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ, 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ „ქეისის“ განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ. რაც შეეხება 12 პუნქტს, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ პოზიციაშია, ვინაიდან, ევროკავშირის წევრი აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას და NATO-ს წევრობას რამდენიმე ძირითად მიზეზის გამო. ყოველი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ასევე ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძირითადი დემოკრატიული ფაქტია და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ამას, ასე რომ, ჩვენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსისადმი პროგრესს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით… აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ”, - განაცხადა კლეიტონმა IPN-ის ცნობით.  

მარკ კლეიტონი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება

ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება. საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთისთვის დედოფლის გარდაცვალების და შემდგ კი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის გამო. მარკ კლეიტონმა აღნიშნა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობებისთვის. „წელს ჩვენ გვქონდა პატივი, გვემასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილისთვის ლონდონში, ყოველწლიური სტრატეგიული მოლაპარაკებებისთვის, უორდროპის დიალოგისთვის. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი საპასუხო ვიზიტით ეწვია საქართველოს მარტში, რაც 2016 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ქვეყანაში. ეს ვიზიტები მნიშვნელოვანია და სიღრმისეული დიალოგის წარმოების საშუალებას იძლევა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, ეს აისბერგის წვერია, როდესაც საუბარია ჩვენს ურთიერთობაზე საქართველოსთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან კიბერუსაფრთხოებამდე. ამაზე ხვალ დილით ვისაუბრებთ, ბრიტანეთის საბჭოს მუშაობიდან გამომდინარე, რომელიც მხარს უჭერს ინგლისური ენის შესწავლას საქართველოს სკოლებში, ძალიან ბევრი რამ მიმდინარეობს და წინ კიდევ ბევრი იქნება“, – განაცხადა ელჩმა. კლეიტონმა საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. „წელს, მოგვიანებით, ბრიტანული შეიარაღებული ძალების უდიდესი კონტინგენტი საქართველოში მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ წვრთნებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებადამცველებთან, ლგბტქ საზოგადოებასთან და სხვა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მედიასთან, რათა აღმოვფხვრათ დეზინფორმაცია და საქართველოს დემოკრატიაში ჩარევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა მარტში, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა კლეიტონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა,“ – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს. მარკ კლეიტონი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს ბრიტანეთის ელჩი. რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა  

დიდი ბრიტანეთის ელჩი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული,“ – წერს ელჩი X-ზე. კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“   განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბრიტანეთის ელჩი: რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ რეფორმები, რომლებსაც ევროკავშირი მოითხოვს, აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ელჩის შეფასებით, საქართველოს ნამდვილად აქვს NATO-ში-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა - რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე, მას ხელს შეუწყობს NATO-სკენ მიმავალ გზაზეც. „დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას,რომ თავად აკეთებთ არჩევანს. ასევე, არის ბევრი რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს და ეს რეფორმები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება შემდგომ ნაბიჯებს, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებში ჩაერთვება, როგორც 12 პრიორიტეტში ჩაერთო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. მე ნამდვილად მიხარია, რომ პროგრესი მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრენიუსის“ ცნობით. ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება მტკიცედ დაცული დემოკრატიისა და თავისუფლებების მხარდამჭერი

დიდი ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევის წინაშეა. „დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, ხელმოწერიდან 75-ე წლისთავზე გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება საერთაშორისო წესებისა და იმ სამყაროს მხარდამჭერი, სადაც მტკიცედ არის დაცული დემოკრატია და თავისუფლებები, ხოლო ავტოკრატია გამოწვევების წინაშე დგას. გაერთიანებული სამეფო თავისი ყველა ქმედების სათავეში ღია საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას აყენებს. საქართველოში ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ლბტქ+ თემთან, ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ ლიდერებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა უფლებისა და თავისუფლების პატივისცემა. საერთაშორისო დონეზე ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოში გაერთიანებული სამეფო მოწინავე იყო რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხზე. ასევე, ბრიტანეთი უძღვებოდა სპეციალურ სხდომას სუდანის კონფლიქტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ასევე მთავრობასა და პარლამენტთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს, უკეთ დაიცვან დემოკრატია, თავისუფლება და უზრუნველყონ იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. ჩვენ ერთად გავუმკლავდებით აგრესიას და ჩვენს წვლილს შევიტანთ უფრო სამართლიანი და თავისუფალი სამყაროს შექმნაში,“ – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.  

ვინ შეცვლის მარკ კლეიტონს გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოზიციაზე

ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. გარეთ უორდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება. საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს. „გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს. მისი სრული სახელი გარეთ ედუარდ უორდია. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია: 2022 – 2024 წლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი; 2018 -2022 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი ვიეტნამში; 2017 წელი- უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია; 2014-2017 წლებში გარეთ უორდი იყო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO) დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი; 2010 -2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული სანკტ-პეტერბურგში; 2007-2010 წლებში იკავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივნის თანამდებობას, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინში; 2002-2006 წლებში იყო ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO); 1998 – 2002 იკავებდა მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მეორე პოლიტიკური მდივანის თანამდებობას,” - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან დაკავშირებით „საპასუხო ზომებს“ 4 ივლისის არჩევნებამდე არ მიიღებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. „უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით. [დიდ ბრიტანეთში] ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით]. არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება, მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემი მონაცვლისთვის ამის კითხვა… ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია: 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი,” - განაცხადა კლეიტონმა. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მეთიუ მილერი: სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის ელჩმა გაიხსენა ბრიტანული კანონის შემუშავების ისტორია და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ, 2023 წელს მიიღეს, თუმცა ის ჯერ ძალაში არ არის შესული. “ეს კანონი [დიდ ბრიტანეთში], უპირველეს ყოვლისა, ჯერ ამოქმედებული არ არის, ვინაიდან, არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ, ასე რომ, რეალურად კანონი ძალაში არ არის შესული. ამ [ბრიტანული] კანონის მიღმა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების [ოჯახის] მკვლელობა სცადა. ამაზე პასუხის ნაწილი იყო მოსკოვიდან ჩემი გაგდება. პარლამენტმა ეს თავდასხმა გამოიძია და 2019 წელს ანგარიში წარადგინა. 2020 წელს ანგარიში გამოქვეყნდა და პარლამენტმა პასუხი გასცა - ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენ ჯერ არ შეგვიყვანია ძალაში. ასე რომ, თავდასხმიდან 5 წელი გავიდა, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დებატების, დისკუსიებისა და კონსულტაციების 5 წელი, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული. გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი, რამდენი დებატები და დისკუსია იყო საქართველოში თქვენი კანონის შესახებ. ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები,” - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მასპინძლობს.