თეგი: მაღარო
რუსეთის მაღაროში მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა
Guardian-ის ცნობით, კუზბასში მდებარე რუსული ქვანახშირის მაღარო "რასპადსკაიაზე" მეთანის ყველაზე დიდი გაჟონვა დაფიქსირდა. სატელიტური მონიტორინგის თანახმად, იანვარში საათში დაახლოებით 90 ტონა მეთანს გამოტყორცნიდა, რაც მეთანის ყველაზე დიდი დაფიქსირებული გაჟონვაა. კანადური კომპანია GHGSat-ი, რომელიც 2016 წლიდან ეწევა სათბურის გაზების ემისიების სატელიტურ მონიტორინგს, აცხადებს, რომ 2022 წლის იანვარში "რასპადსკაიადან" საათში 658-დან 17 994 კილოგრამამდე ზომის 13 მეთანის ვუალი მოჩანდა. კომპანიამ აღმოჩენის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადა, რადგან დრო დასჭირდა იმისთვის, რათა შეემოწმებინა საკუთარი დასკვნები და დაჰკავშირებოდა „რასპადსკაიას“ ოპერატორს. კომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე ოპერატორს რეაგირება არ მოუხდენია. მოკლევადიან პერსპექტივაში - ატმოსფეროში გაზის დაშლას ოცი წელი სჭირდება - მეთანი გლობალურად 80-ჯერ უფრო მეტად ათბობს, ვიდრე ნახშირორჟანგი. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთანის ემისიების შემცირება გლობალური ტემპერატურის ზრდის შენელების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა. 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის სამიტზე ასზე მეტი ქვეყანა შეთანხმდა, რომ 2030 წლისთვის მეთანის ემისია მინიმუმ 30%-ით შემცირდა. მათ შორის რუსეთი არ იყო. ყველა მიწისქვეშა ნახშირის მაღარო აწარმოებს მეთანს, რომელიც უნდა იყოს გაჟღენთილი, რათა არ მოხდეს მისი დაგროვება და აფეთქება. თუმცა, არსებობს უფრო ეკოლოგიურად სუფთა გზები მეთანის მოსაშორებლად: მაგალითად, შესაძლებელია მისი დაჟანგვა და შემდეგ გარემოში გაშვება. კომპანია მიიჩნევს, რომ გაჟონვა მთელი 2021 წლის მეორე ნახევარში ხდებოდა და ახლა იანვრის მოცულობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. Ghgsat-ის ენერგეტიკის, ნარჩენებისა და მაღაროების დირექტორის ბროდი უაიტის თქმით, "რასპადსკაიაში" მომხდარი გაჟონვა 25% - ით ზრდის მაღაროში მოპოვებული ყველანაირი ნახშირის წვის შედეგად მიღებული ემისიების რაოდენობას. რუსეთი მეთანის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს წყაროს წარმოადგენს.
თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა
თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამ დროისტვის ნანგრევებიდან 11 ადამიანია ამოყვანილი. ამის შესახებ Habertürk-ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და ექიმები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი მოყვა.
თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს
თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა. თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს „ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.
დიდ ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში პირველად, ქვანახშირის ახალი მაღარო აშენდება
30 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ახალი ქვანახშირის მაღაროს აშენების ნებართვა გასცა, იტყობინება BBC დასახლების მინისტრ მაიკლ გოვზე დაყრდნობით. საუბარია ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კუმბრიის საგრაფოში უაიტჰავენის ნახშირის მაღაროზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი 2020 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მაგრამ ოპოზიციისა და გარემოსდამცველების კრიტიკის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროექტის განხოერციელება გადადო. პროექტის მხარდამჭერებმა მაღაროს გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და უცხოეთიდან ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობით გაამართლეს. მათ შორის რუსული ნახშირის წინააღმდეგ სანქციების ფონზე. რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან აიკრძალა. რუსული ნახშირი ბრიტანეთის იმპორტის 27%-ს შეადგენდა.
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. "მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ. ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა, გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, 10 ადამიანი დაიღუპა - მედია
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ქვანახშირის მაღაროში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 6 ადამიანი ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება მოხდა.
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს
კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა და ამის გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით დახურავენ. „უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება," - წერია განცხადებაში.