თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.