თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა.
„ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.