თეგი: მიკოლაივი
რუსულმა რაკეტამ ქალაქ მიკოლაივში კულტურის სახლი გაანადგურა - მერი
5 ივლისს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქალაქ მიკოლაივში, კულტურის სახლს მოხვდა. ამის შესახებ მიკოლაივის მერმა ოლექსანდრ სიენკევიჩმა განაცხადა. „დღეს დილით ერთ-ერთი რუსული რაკეტა მიკოლაივის ერთ-ერთ უბანში, კულტურის სახლს მოხვდა. შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს მერი. გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა დასავლეთ უკრაინის თავზე სამი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. „დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა შავი ზღვიდან საზღვაო საკრუიზო რაკეტები გაისროლეს. საჰაერო სარდლობის, „დასავლეთის“ საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
რუსეთის ძალების მიერ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა. „31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა. მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.
მიკოლაივში კომენდანტის საათი გამოცხადდა
უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში კომენდანტის საათი 5 აგვისტოს 23:00 საათიდან 8 აგვისტოს 05:00 საათამდე დაწესდა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მან ყველას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მსგავს ზომებს, დაგეგმონ მომავალი შაბათ-კვირა და შესყიდვები განახორციელონ ორი დღის განმავლობაში. უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნა მიკოლაივი, რომელიც რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის განმავლობაში დაიბომბა, მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხერსონის რეგიონში, სადაც უკრაინა კონტრშეტევას გეგმავს. უკრაინული მედია: სამხრეთ უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა „ჩვენ ასევე ვმუშაობთ კოლაბორატორებზე. ოლქები დაექვემდებარებიან შემოწმებას", - აღნიშნავს ვიტალი კიმი.
უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ, მიკოლაივის მიმართულებით, სარკინიგზო მიმოსვლა პირველად აღადგინა
კიევიდან რეგიონის დედაქალაქში მატარებელი 15 ნოემბერს, დილით ჩავიდა. 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა წარუმატებლად სცადა მიკოლაივის და მიკოლაივის ოლქის სხვა ქალაქების დაკავება და რეგიონი დაბომბა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, 11 ნოემბერს უკრაინის ჯარების მიერ მეზობელი ქალაქ ხერსონის გათავისუფლებას მოჰყვა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.