უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში კომენდანტის საათი 5 აგვისტოს 23:00 საათიდან 8 აგვისტოს 05:00 საათამდე დაწესდა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.
მან ყველას მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ მსგავს ზომებს, დაგეგმონ მომავალი შაბათ-კვირა და შესყიდვები განახორციელონ ორი დღის განმავლობაში.
მიკოლაივი, რომელიც რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის განმავლობაში დაიბომბა, მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხერსონის რეგიონში, სადაც უკრაინა კონტრშეტევას გეგმავს.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ კოლაბორატორებზე. ოლქები დაექვემდებარებიან შემოწმებას", - აღნიშნავს ვიტალი კიმი.