რუსეთის ძალების მიერ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა - ცეცხლი ორსართულიან შენობას, ორ ავტოფარეხს და ორ გარე შენობას გაუჩნდა.

„31 ივლისის ღამეს, 01:00 საათზე და დაახლოებით 05:00 საათზე, მიკოლაივი მასიური ცეცხლის ქვეშ მოექცა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაბომბვის შედეგად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. კერძოდ, სასტუმრო, სპორტული კომპლექსი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება და სერვის-სადგური. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსებიც“, - განაცხადა მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა.

მანამდე, მიკოლაივის მერმა ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმა ქალაქზე „ალბათ ყველაზე ძლიერი იყო, ვიდრე აქამდე განხორციელებული შეტევა“.