თეგი: მინისტერიალი
იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს
NATO-ს მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიცვალა. ასევე იმსჯელეს იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იესნს სტოლტენბერგმა ორდღიანი მინისტერიალის დასკვნის შეხვედარზე განაცახადა. „ჩვენ განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას [რუსეთის პრეზიდენტზე] ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ომი შეწყვიტოს“, - განაცახდა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, სხდომის მონაწილეები, უკრაინისთვის დახმარების საკითხს განიხილავენ. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში. მადრიდში ივნისის სამიტზე განიხილება შეკავებისა და თავდაცვის, ასევე ახალ რეალობასთან გრძელვადიანი ადაპტაციის საკითხი. ამ უფრო სახიფათო და კონკურენტუნარიან სამყაროში ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს მოკავშირეების დაცვას, პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შემდეგ შეხვედრა პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთად ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება. ასევე წაიკითხეთ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება
კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ
„დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე განაცახდა. მისი თქით, ომი წარიმართება „ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით". კულებამ მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. „ან დაგვეხმარებით ახლა - მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება", - განაცახდა კულებამ. ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლებიც ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. ბრიუსელში იმყოფება ახლადდანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც TWITTER-ზე დაწერა, რომ კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მიეცა და მხარდაჭერა დაუდასტურა. 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს
ბერლინი მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
14-15 მაისს, გერმანიაში, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.
ნორვეგია მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს
Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ ნორვეგია მაისში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრა ოსლოში 2023 წლის 31 მაისს ჩატარდება. სამიტის მეორე დღე პირველი ივნისია. „მოუთმენლად ველი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მინისტრებისთვის, რომ გადახედონ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამო ძირეულად შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაფორმალურ დისკუსიებს NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.