NATO-ს მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიცვალა. ასევე იმსჯელეს იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან.
ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იესნს სტოლტენბერგმა ორდღიანი მინისტერიალის დასკვნის შეხვედარზე განაცახადა.
„ჩვენ განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას [რუსეთის პრეზიდენტზე] ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ომი შეწყვიტოს“, - განაცახდა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, სხდომის მონაწილეები, უკრაინისთვის დახმარების საკითხს განიხილავენ.
„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში. მადრიდში ივნისის სამიტზე განიხილება შეკავებისა და თავდაცვის, ასევე ახალ რეალობასთან გრძელვადიანი ადაპტაციის საკითხი. ამ უფრო სახიფათო და კონკურენტუნარიან სამყაროში ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს მოკავშირეების დაცვას, პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
შემდეგ შეხვედრა პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთად ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.
6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება.
ასევე წაიკითხეთ
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება