კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ

„დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე განაცახდა. მისი თქით, ომი წარიმართება „ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით".

კულებამ მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. „ან დაგვეხმარებით ახლა - მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება", - განაცახდა კულებამ. 

ბრიუსელში NATO-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლებიც ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. 

ბრიუსელში იმყოფება ახლადდანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც TWITTER-ზე დაწერა, რომ კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მიეცა და მხარდაჭერა დაუდასტურა. 

6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა 

იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს