Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ ნორვეგია მაისში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრა ოსლოში 2023 წლის 31 მაისს ჩატარდება. სამიტის მეორე დღე პირველი ივნისია.
„მოუთმენლად ველი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მინისტრებისთვის, რომ გადახედონ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამო ძირეულად შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაფორმალურ დისკუსიებს NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.