თეგი: მოლაპარაკება

სერგეი ლავროვი: თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის

"თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ზელენსკის დონბასის საკითხის განხილვა სურს, საკონტაქტო ჯგუფს უნდა ესაუბროს.  „თუ ზელენსკის სურს განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ. დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში.როდესაც ის ამბობს, რომ მათ არ დაელაპარაკება, ეს ცუდია შიდა უკრაინული კრიზისისთვის,“ - აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში წინსვლას უარყოფენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა.  მისი თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. საგულისხმოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განაცხადება, რომ ჯარი „დონბასიის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინულმა მედიმ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით დაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ომში თავის მიზნებს შესაძლოა რალუად გადახედოს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა.  NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია.   „მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო.  პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.