თეგი: მოსახლეობა
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა. ამის შესახებ პორტალი Countrymetrics.info, რომელის ვებგვერდზეც ვირტუალური მრიცხველია გამოსახული, სადაც ონლაინ რეჟიმში, რეალურ დროში სტატისტიკური მონაცემები ახლდება. პორტალის მონაცემებით, დედამიწაზე კაცების რაოდენობა ქალებისას 1%–ით აჭარბებს. TOP 10 ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობით Countrymetrics.info-ს მიხედვით: ჩინეთი - 1,456 მლრდ. ადამიანი;ინდოეთი 1,419 მლრდ. ადამიანი;აშშ - 336 მლნ. ადამიანი;ინდონეზია - 281 მლნ. ადამიანი;პაკისტანი- 231 მლნ. ადამიანი;ნიგერია - 218 მლნ. ადამიანი;ბრაზილია - 216 მლნ. ადამიანი;ბანგლადეში - 169 მლნ. ადამიანი;რუსეთი - 146 მლნ. ადამიანი;მექსიკა - 132 მლნ. ადამიანი;
მთავრობის ადმინისტრაციის უფროს: 2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთაშამიმ, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას, ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული. „მოგეხსენებათ, 2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერის ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა ჩაატარებს საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა, სახელმწიფოსთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები,“ – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორის, ჰასან მოჰთაშამის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს აქვს ყველა შესაძლებლობა, კომპეტენცია და უნარი, რათა განახორციელოს ამ სახის სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კარგადაა მომზადებული მასშტაბური სტატისტიკური სამუშაოს შესასრულებლად. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 29 მლნ ლარს შეადგენს და დონორთა კონტრიბუცია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ფინანსური ინსტიტუციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურმა ვლადიმერ სალდომ მოსკოვს, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაში დახმარება სთხოვა. ვლადიმერ სალდო, ხერსონის მოსახლეობის ევაკუაციას ყირიმში, კრასნოდარის მხარესა და სხვა რეგიონებში ითხოვს. „წაიყვანეთ თქვენი შვილები და წადით. მივმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, მინდა გთხოვოთ დახმარება მსგავსი სამუშაოების ორგანიზებაში", - აცხადებს სალდო. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ხერსონს, ნოვა კახოვკას, ჰოლა პრისტანს და ჩერნობაევკას. მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხესონში უკრაინის ჯარების შესვლა გარდაუვალია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ეროვნული ბანკი: არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა დაფიქსირდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. ეროვნული ბანკის ცნობით, სხვადასხვა ლოკაციაზე არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები დაფიქსრიდა. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა. მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ - cp@nbg.gov.ge“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმიგრანტების რიცხოვნობის ზრდის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. „2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა - ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. „იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შედეგად, სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ინფორმაციისთვის, იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
იაპონიის მოსახლეობა 47-ვე პრეფექტურაში პირველად შემცირდა
იაპონიის მოსახლეობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 801,000-ით, 122,423,038-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა მის ისტორიაში მას შემდეგ, რაც მსგავსი კვლევა 1968-დან დაიწყო. Japan Times-ის ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მოსახლეობა, მათ შორის უცხოელი მცხოვრებლები, 125,416,877 ადამიანს შეადგენდა, რაც დაახლოებით 511,000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.