თეგი: ნიკოლოზ სიმონიშვილი
ნიკოლოზ სიმონიშვილი: მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს
მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხელს უშლის სრულ ინკლუზიურობას, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს ეს პროცესი, ევროკავშირმა ეს პირდაპირ დაგვიწერა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება - „ევროკავშირმა უარი კანდიდატის სტატუსზე იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ იმის გამო გვითხრა, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს და ეს უნდა აღმოიფხვრას“. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამასთან, კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.
ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სიმონიშვილმა საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის სხდომა დატოვა. როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუღებელია გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. კითხვაზე, დაესწრება თუ არა ამ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრებს, სიმონიშვილი ამბობს, რომ კოლეგებთან კონსულტაციას გაივლის. „პლატფორმის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საია-ს და „სამართლიანი არჩევნების“ ამ ჯგუფში წარმოდგენასთან დაკავშირებით და მმართველი გუნდი ამ ყველაფერს უბრალოდ არ ეთანხმება. არ სურს იხილოს ამ ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისა. შეხვედრაზე მოვისმინეთ, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს გაკეთებული განცხადება, რომლის გამოც, არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ვიტყოდი, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ისფედ-მა გამოხატა თავისი სურვილი, მონაწილეობა მიეღო აიამ პროცესში და ეს მიუთითებდა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის, მათ შორის როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვფიქრობ, ასეთი უხეში ჩარევა სამოქალქო სექტორის საქმიანობაში, ასეთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არსებითად ზიანს აყენებს იმ პროცესს, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ. ეს არის პირდაპირ უგულებელყოფა ევროკავშირის რეკომენდაციების. ორგანიზაციას, რომელსაც ენდობა ევროკავშირი, უნდობლობას, რომ უცხადებს მმართველი გუნდი და თიშავს პროცესებიდან, ეს არსებითად აზიანებს პროცესს“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ნიკოლოზ სიმონიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე, ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება
"საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხალხის მონაწილეობის გარეშე არც რეგლამენტის ფარგლებში და არც ევროკავშირის მოთხოვნებში არ ჯდება", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განაცხადა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო "რა თქმა უნდა, ეს არ არის იმ პროცესთან შესაბამისი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს. თუმცა, აქ არის მეორე ნაწილიც, რომელიც შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. იყო დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული წუხილი გამოთქმული, თუმცა, აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, თუ უკეთესი სტანდარტის დაწესებაზე შევთანხმდებით, ეს რა თქმა უნდა, უკეთესია, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი სტანდარტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები დამოუკიდებელი თანამდებობის პირის კონსენსუსით დანიშვნაზე. ჩვენ ევროკავშირი იმას კი არ გვთხოვს, რომ რაღაც პროცედურები შევცვალოთ, შევალამაზოთ ან ა.შ. იმიტომ კი არ დაგვიხარვეზეს კანდიდატის სტატუსზე ჩვენი განაცხადი, რომ გარკვეული პროცედურები არ გვივარგოდა, არამედ იმის გამო, რომ პრობლემა იყო ფუნდამენტური თვალსაზრისით, ნაბიჯები იყო გადასადგმელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლებამ ასევე ოპოზიციამ იფიქროს, რომ უფრო მეტად ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელონ, ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად შესასრულებელია“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს - სიმონიშვილი
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა გამოძიება უნდა დაიწყოს. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა "რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?! როგორც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახსენა, მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო. პროცესზე რომ ჩაგერთოთ და მიგეცათ საშუალება, ასე ვერ გავიგებდით საზოგადოება როგორ არის ის?! რა საჭირო იყო ამ კადრების გამოქვეყნება. მაგრამ გინდაც ის მიზანი ყოფილიყო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, არ არის გაუარესებული მდგომარეობა, ვიდეოს ჩვენებით როგორ უნდა ვნახოთ, ვიდეო როგორ უნდა იყოს იმის მტკიცებულება, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ არა და მეორე, როგორ შეიძლება ვიდეოთი დადასტურდეს, რომ არ არსებობს სასჯელის გადავადების საფუძვლები", - განაცხადა სიმონიშვილმა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.